სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის
სხდომის
ოქმი № 1
ქ. სურამი
06.09.2017წ.
სხდომის დაწყების
დრო: 10:00 სთ
სხდომას
ესწრებოდნენ:
კათედრის
წევრები: 1.ბლიაძე მზია
2. ლომსაძე ია
3.
ლომსაზე მანანა
4.
ხაჩიძე მაყვალა
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და
დირექტორის მოადგილე.
სხდომას საპატიო
მიზეზით არ ესწრებოდა:0
სხდომა გახსნა დირექტორის მოადგილემ.
მან დამსწრე საზოგადოებას
გააცნო დღის წესრიგი და მიმართა მათ, ხომ არ
სურდათ დღის წესრიგში რაიმე საკითხის დამატება.
კენჭი ეყარა
წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:
მომხრე 4 მასწავლებელი
წინააღმდეგი- 0
დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.
დღის წესრიგი:
1.
კათედრის
თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა;
2.
კათედრის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
3.
გრიფირებული და
დამხმარე სახელმძღვანელოების შერჩევა;
4.
პედაგოგთა საათების
საორიენტაციო განაწილება;
5.
შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების განხილვა;
6.
სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელე
საკითხი N1.კათედრის თავმჯდომარისა
და მდივნის არჩევა
მომხსენებელი: სსიპ
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის მეორე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნინო
ხაჩიძე
მოისმინეს: ქალბატონმა
ნინო ხაჩიძემ დამსწრე საზოგადოებას კიდევ
ერთხელ შეახსენა კათედრის მუშაობის პრინციპები და გადაწყვეტილების მიღების წესი.
ასევე შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის
11 მარტის N36/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-7
მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს
კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით.
შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სკოლამ უნდა აირჩიოს კათედრის თავმჯდომარე. კათედრის სხდომების ოქმების წარმოებისათვის კი საჭიროა არჩეულ იქნეს მდივანი. ქ-ნ ნინო ხაჩიძემ დეტალურად აღწერა კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები, მათ შორის კათედრის შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა; სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება; პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების ორგანიზება;
ქალბატონმა ნინო ხაჩიძემ დამსწრე საზოგადოებას
შეახსენა ისიც,
რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ
ბრძანების დანართით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის მე-3
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის
თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ და მოუწოდა კათედრის წევრებს
წამოეყენებინათ თავიანთი კანდიდატურები.
აღნიშნულ
საკითხზე აზრი გამოთქვეს: მანანა ლომსაძემ
და მზია ბლიაძემ-
მასწავლებელმა მანანა ლომსაძემ კათედრის
თავმჯდომარედ დაასახელა მაყვალა ხაძიძე, ხოლო მდივნად მზია ბლიაძე. მან ხაზი გაუსვა დასახელებული
კანდიდატების განათლებას, გამოცდილებას,
მათ კვალიფიციურობასა და დასაკავებელ თანამდებობებთან შესაბამისობას.
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
სასწავლო წლის ვადით ქარტული ენისა და ლიტერატურის კათედრის
თავმჯდომარედ არჩეულ იქნეს მაყვალა ხაჩიძე. კათედრის მდივნად - მზია ბლიაძე.
მომხრე 4
წინააღმდეგი- 0
საკითხი N2.
კათედრის სამოქმედო გეგმის
დამტკიცება
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე მაყვალა ხაჩიძე
მოისმინეს:
კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე
საზოგადოებას შეახსენა, რომ კათედრა თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, „ეროვნული
სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უნდა შეიკრიბოს სემესტრში
მინიმუმ ორჯერ.
კათედრის ეფექტურად მუშაობისათვის
საჭიროა შემუშავებულ იქნეს კათედრის სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება კათედრის
მიერ სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი განხორციელების
პერიოდი. მან კათედრის წევრებს გააცნო
2017-2018 სასწავლო წლის კათედრის სამოქმედო
გეგმის სამუშაო ვერსია.
აზრი
გამოთქვა: ია ლომსაძემ
აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა
კათედრაში გაერთიანებულ ყველა პედაგოგს აძლევს შესაძლებლობას და ასევე მიმართულებას
ეფექტურად წარმართოს თავისი საქმიანობა.
სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ კათედრის
სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი სახით
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე 4
წინააღმდეგი- 0
დაადგინეს: დამტკიცდეს
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის 2017-2018 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა დანართი N1-ის შესაბამისად.
საკითხი N3.გრიფირებული
სახელმძღვანელოების არჩევა
მომხსენებელი: სსიპ
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის მეორე საჯარო სკოლის კათედრის
თავმჯდომარე მაყვალა ხაჩიძე.
მოისმინეს:
ქალბატონმა/ბატონმა მაყვალა ხაჩიძემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N 36/ნ ბრძანების
დანართის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ,,შერჩეული გრიფმინიჭებული
სახელმძღვანელო კონკრეტულ სკოლაში მოქმედებს არჩევიდან 5 წლის განმავლობაში’’. სსიპ
მუნიციპალიტეტის დაბა სურამის მეორე საჯარო სკოლამ 2011-2012 და 2012-2013
სასწავლო წელს აირჩია გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლითაც უნდა ასწავლონ 5
წლის განმავლობაში. შესაბამისად 2016-2017
სასწავლო წლისთვის ვადა გაუვიდა I-VI კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს,
რომელიც უცვლელად დატოვა სკოლამ ახალი სახელმძღვანელოების არსებობის გამო.
რაც შეეხება VII-XII
კლასის სახელმძღვანელოებს, კათედრის სხდომის
წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს, ასევე უცვლელად დარჩეს VII-XII
კლასის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ნუსხაც და 2017-2018 სასწავლო წლისათვის
სწავლება განახორციელონ იგივე გრიფირებული სახელმძღვანელოებით.
ქალბატონმა/ ბატონმა მაყვალა ხაჩიძემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების
დანართით დამტკიცებული ,,ეროვნული სასწავლო გეგმის“ 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით,
მასწავლებელს
უფლება აქვს, ეროვნული სასწავლო გეგმის 25-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტებით
გათვალისწინებული სახელმძღვანელოების გარდა, სწავლებისას დამატებითი რესურსის
სახით გამოიყენოს სხვა საგანმანათლებლო რესურსი და თვალსაჩინოება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კათედრის სხდომაზე
მასწავლებლების მიერ მოხდა დამხმარე სახელმძღვანელოების შერჩევა.
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
2017-2018 სასწავლო წლისათვის გამოსაყენებელი
გრიფირებული და დამხმარე სახელმძღვანელოების ნუსხა განისაზღვროს დანართი N2 შესაბამისად.
მომხრე 4
წინააღმდეგი- 0
საკითხი N4. პედაგოგთა საათების საორიენტაციო
განაწილება
მომხსენებელი: სსიპ
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი დალი ბროლიძე
მოისმინეს:
ქალბატონმა დალი ბროლიძემ დამსწრე საზოგადოებას
გააცნო პედაგოგებისათვის საათების სავარაუდო გადანაწილების გეგმა და მოუწოდა
კათედრის წევრებს შენიშვნების შემთხვევაში დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი.
კათედრის
წევრები გაეცნენ სავარაუდო საათობრივ ბადეს და შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
კათედრის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა
პედაგოგთა საათების გადანაწილების საკითხი.
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
პედაგოგთა საათები განაწილდეს შემდეგნაირად:
ია ლომსაძე კვირაში 15სთ , VII-XIა-XI ბკლასები
მანანა
ლომსაძე კვირაში 15სთ, VIII-IX-X კლასები
მზია ბლიაძე კვირაში 15სთ.V-VI-X კლასები
მაყვალა ხაჩიძე 10 სთ. VII-XII
კლასები
მომხრე 4მასწავლებელი
წინააღმდეგი- 0
საკითხი N5. შემაჯამებელი
დავალებების ანალიზის ფორმების განხილვა
მომხსენებელი:
მაყვალა ხაჩიძე
მოისმინეს: ქალბატონმა
მაყვალა ხაჩიძემ დამსწრე საზოგადოებას
შეახსენა, რომ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების
დანართით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ შესაბამისად, თითოეული
მასწავლებლის მოვალეობაა გააკეთოს შემაჯამებელი დავალებების ანალიზი. კერძოდ,
კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი
დოკუმენტაციის შეგროვება და შენახვა. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა
იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული
შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები;
მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს
რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული
კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები. კათედრის ფუნქციაა, კოორდინირება გაუწიოს
მასწავლებელების მიერ შემაჯამებელი დავალებების ჩატარებას და მოახდინოს
შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური
მიღწევების ანალიზი.
ქართული ენისა და
ლიტერატურის კათედრის თავმჯდომარემ მასწავლებლებს შესთავაზა სკოლის
დირექციასთან ერთობლივად შემუშავებული
შემაჯამებელი დავალების ანალიზების ფორმების გადახედვა, (იხ. შემაჯამებელი
დავალების ანალიზის სქემები),
რომლის მიხედვითაც უნდა
იხელმძღვანელონ მასწავლებლებმა
მიმდინარე სასწავლო წელს.
აზრი გამოთქვა: მზია ბლიაძემ აღნიშნა, რომ
შემაჯამებელი დავალებების ანალიზი
გვიჩვენებს მოსწავლეების მიერ
მიმდინარე თემების ათვისების
ხარისხს, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებელს ინდივიდუალურად იმუშავოს
მოსწავლეებთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული
საკითხისათვის
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 4
წინააღმდეგი: 0
დაადგინეს: კათედრის წევრებმა
იხელმძღვანელონ წარმოდგენილი შემაჯამებელი
დავალების ანალიზების ფორმებით (
იხ. შემაჯამებელი დავალების ნიმუში
(დანართი N3))
საკითხი N6. სასწავლო
პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება
მომხსენებელი: სსიპ
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და
ლიტერატურის კათედრის თავმჯდომარე მაყვალა ხაჩიძე.
მოისმინეს: ქალბატონმა მაყვალა ხაჩიძემ დამსწრე საზოგადოებას კიდევ
ერთხელ შეახსენა სკოლის მიზნები, კათედრის როლი სკოლის განვითარებაში, კათედრის წევრთა
ფუნქციები.
სასწავლო პროცესის დასაწყებად სკოლის დირექციის
მიერ ყველა პირობაა შექმნილი. შესაბამისად, სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის
საჭიროა მასწავლებელთა მხრიდან სამუშაო პროცესის აქტიურად წარმართვა და პროექტების
შემუშავება, რომელშიც ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები.
მან ასევე ისაუბრა კოორდინირებული
მუშაობის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ წარმატებული მუშაობისათვის აუცილებელია საგნობრივი
ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება. კათედრა
მიმდინარე სასწავლო წელს გეგმავს სხვადასხვა თემებზე ღია და ინტეგრირებული გაკვეთილების
ჩატარებას, რაშიც სასურველია თითოეული მასწავლებელი ჩაერთოს და სასწავლო წლის განმავლობაში რამდენიმე აქტივობა განახორციელოს.
კათედრის თავმჯდომარემ
კათედრის წევრებს დაავალა ერთობლივად შეიმუშაონ 2017-2018 სასწავლო წლის
განმავლობაში განსახორცელებელი აქტივობების/ღონისძიებების გეგმები.
აზრი გამოთქვა: ია
ლომსაძემ აღნიშნა, რომ ღია გაკვეთილის
ჩატარებისას მოსწავლეები ეჩვევიან დამსწრე საზოგადოების წინაშე თავის წარმოჩენას, ეს
ხელს უწყობს პრეზენტაციის უნარის გამომუშავებას. ღია გაკვეთილის დროს მოსწავლე
კონკრეტულ თემაზე ახდენს
კონცენტრირებას და მეტად არის
ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ამასთანავე კლასი აქტიური ხდება ჯგუფური მუშაობის თვალსაზრისითაც.
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მიმართა კენჭი ეყარათ აღნიშნული
საკითხისათვის
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
ცნობად იქნეს მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ
მოწოდებული ინფორმაცია სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებთან
დაკავშირებით.
მომხრე 4
წინააღმდეგი- 0
დღის წესრიგით გათვალისწინებული
საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.
სხდომის დასრულების დრო: 12:00.სთ
კათედრის
თავმჯდომარე: /მ. ხაჩიძე/
მდივანი: /მ.
ბლიაძე/
სსიპ სურამის # 2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის სხდომის
ოქმი №2
ქ. სურამი
08.11.2017წ.
სხდომის დაწყების14.00_: სთ
სხდომას ესწრებოდნენ:
კათედრის წევრები: 1.ბლიაძე მზია
2.ლომსაძე
ია
3.ლომსაძე
მანანა
4.ხაჩიძე
მაყვალა
სხდომას აგრეთვე
ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი დალი ბროლიძე და
დირექტორის მოადგილე ნინო კიკნაძე.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა:0
სხდომა გახსნა დირექტორის მოადგილემ.
მან დამსწრე საზოგადოებას
გააცნო დღის წესრიგი და მიმართა, ხომ არ სურდათ დღის
წესრიგში რაიმე საკითხის დამატება.
კენჭი ეყარა
წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:
მომხრე ----4- მასწავლებელი
წინააღმდეგი- 0
დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.
დღის წესრიგი:
1. ეროვნული
და კერძო ოლიმპიადებისთვის მოსწავლეების მომზადების საკითხის განხილვა;
2. პროფესიული
განვითარების სქემის ფარგლებში გაკვეთილების ჩატარების დაგეგმვა;
3. კათედრის
წევრთა შორის ურთიერთდასწრების დაგეგმვა
საკითხი. ეროვნული და კერძო
ოლიმპიადებისთვის მოსწავლეების მომზადების საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე მაყვალა ხაჩიძე
მოისმინეს:
კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო
დღის წესრიგით წარმოდგენილი პირველი საკითხი. მან კათედრის წევრებს შეახსენა, რომ აუცილებელია
დაიწყოს მოსწავლეების აქტიური მზადება ეროვნული და კერძო ოლიმპიადებისათ მაყვალა
ხაჩიძემ აღნიშნა, რომ ოლიმპიადების
მიზანია სწავლისადმი ინტერესების გაღვიძება, ნიჭიერი
მოსწავლეების გამოვლენა და მათი წახალისება, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო
მოსწავლეებისთვის, არამედ სკოლისთვისაც.მაყვალა
ხაჩიძემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ სსიპ
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ცენტრის დირექტორის 2017 წლის 28 თებერვლის #39 ბრძანებით
დამტკიცებული „მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტული
ინსტრუმენტების“ შესაბამისად, ოლიმპიადისათვის მოსწავლეების მომზადებისათვის
მასწავლებელს მიენიჭება 0.5 კრედიტქულა. ამისათვის კი მასწავლებელმა უნდა
შეიმუშაოს ოლიმპიადისათვის მოსამზადებლად მოსწავლეებთან ჩასატარებელი გაკვეთილების
პროგრამა, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული განსახორციელებელი აქტივობების
თანმიმდევრობა და მათი შესაბამისობა საქმიანობის მიზანთან. აგრეთვე მასწავლებელმა
უნდა წარადგინოს ოლიმპიადაში მოსწავლეთა მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი
და მასწავლებლის რეფლექსია. მომხსენებელმა
კათედრის წევრებს ასევე შეახსენა, რომ
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ტარდება სხვა საგნებთან ერთად ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მოუწოდა მათ,
აქტიურად დაიწყონ ოლიმპიადისათვის მოსწავლეების მომზადება.
აღნიშნულ
საკითხზე აზრი გამოთქვეს: ია ლომსაძემ და მზია ბლიაძემ
აღნიშნეს მოსწავლეთა მონდომება და წარმატება წინა სასწავლო წლებში. მათი აზრით,
საჭიროა, მასწავლებლებმა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მოსწავლეებს ოლიმპიადებისთვის
სათანადოდ მომზადებაში, რათა კიდევ უფრო დიდი წარმატებები იქნეს მიღწეული.
კათედრის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ
აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 4
წინააღმდეგი- 0
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
ცნობად იქნეს მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ
მოწოდებული ინფორმაცია ეროვნულ და კერძო ოლიმპიადებისათვის მოსამზადებელი
სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით.
საკითხი N2.
პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში გაკვეთილების ჩატარების
დაგეგმვა;
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე მაყვალა ხაჩიძე
მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას
განუმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ N68 დადგენილების მე-5
თავის
შესაბამისად, მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აკვირდება პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას. შეფასების
ჯგუფი მასწავლებელთან ერთად განიხილავს გაკვეთილზე დაკვირვების შედეგებს და
გონივრულ ვადაში აძლევს მას განმავითარებელ შეფასებას და ანიჭებს კრედიტქულებს.
მაყვალა ხაჩიძემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსის
მისანიჭებლად პრაქტიკოს მასწავლებელს შეუძლია ჩაატაროს 2 გაკვეთილი და თითოეული
გაკვეთილის დადებითად შეფასებისთვის მას
მიენიჭება 2 კრედიტქულა. უფროსმა მასწავლებელმა კი სტატუსის შესანარჩუნებლად უნდა
ჩაატაროს 2 გაკვეთილი და დააგროვოს 4 კრედიტქულა.
მაყვალა ხაჩიძემ აგრეთვე
განმარტა, რომ მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აკვირდება უფროსი/წამყვანი
მასწავლებლის მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილს, შესაბამისი რუბრიკის გამოყენებით
აფასებს მას და ანიჭებს კრედიტქულებს. მან დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია სხვა
აქტივობებთან ერთად, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ჩაატაროს 2 სამოდელო
გაკვეთილი (თითოეული 1 კრედიტქულა), რომელსაც აფასებს მასწავლებლის შეფასების
ჯგუფი, ხოლო მენტორის სტატუსის მისანიჭებლად, წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია
სხვა აქტივობებთან ერთად ჩაატაროს არანაკლებ
4 სამოდელო გაკვეთილი (თითოეული 1 კრედიტქულა)
მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ სსიპ სურამის#2
საჯარო სკოლის მასწავლებლის შეფასების ჯგუფის დებულებით განსაზღვრულია გაკვეთილის
შესაფასებლად მასწავლებლის მიერ შეფასების ჯგუფისთვის მიმართვის პროცედურა, რომლის
მიხედვითაც, მასწავლებელი წერილობით მიმართავს შეფასების ჯგუფს გაკვეთილზე
დაკვირვების მოთხოვნით. მასწავლებელი უფლებამოსილია წარადგინოს გაკვეთილის გეგმა და საჭიროების შემთხვევაში
მიიღოს რეკომენდაციები საგაკვეთილო გეგმაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მაყვალა ხაჩიძემ კათედრის წევრებს შეახსენა, რომ მასწავლებელთა
პროფესიული ზრდა უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც მთლიანად სკოლის
განვითარებისათვის, ისე თითოეული გაკვეთილის პროდუქტიულობის ასამაღლებლად და
მოსწავლეთა მიღწევების გასაზრდელად.
აზრი გამოთქვა: მანანა
ლომსაძემ აღნიშნა, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარება ხელს
შეუწყობს სწავლების ხარისხის ამაღლებას და ზოგადი განათლების სფეროში არსებული
პრობლემების გადაჭრას. იგი ემსახურება თითოეული მასწავლებლისათვის მოტივაციის
ამაღლებასა და უწყვეტი პროფესიული განვითარების დანერგვას. მან კიდევ ერთხელ ხაზი
გაუსვა იმას, რომ ეს არის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ერთ-ერთი
საშუალება.
სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ
აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე 4
წინააღმდეგი- 0
კენჭისყრის შედეგად კათედრამ
დაადგინა:
ცნობად
იქნეს მიღებული ინფორმაცია პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში გაკვეთილების
ჩატარებასთან დაკავშირებით.
საკითხი
N3. კათედრის წევრთა შორის ურთიერთდასწრების დაგეგმვა;
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე
მაყვალა ხაჩიძე
მოისმინეს: თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული ,,ეროვნული
სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის მეორე პუნქტის ,,გ“ და „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად,
კათედრის ფუნქციაა: ,,კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატების
წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება“, ,,ზრუნვა
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის“. მან კათედრის წევრებს შეახსენა წინა წლებში კათედრის წევრთა ურთიერთდასწრების შედეგად მიღებული
შეფასებები და გატარებული ღონისძიებები, რამაც კარგი შედეგი გამოიღო. მისი მოსაზრებით რაც უფრო ხშირი იქნება გაკვეთილებზე
ურთიერთდასწრება, უფრო მეტი პრობლემა იქნება აღმოფხვრილი. ურთიერთდასწრება პედაგოგებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ
აქტუალური პრობლემები, შეიმუშაონ გადაჭრის გზები და მიიღონ მეტი გამოცდილება.
ყოველივე ეს ხელს უწყობს მასწავლებელთა
პროფესიული განვითარებას.
აზრი გამოთქვა: მზია ბლიაძემ აღნიშნა, რომ მასწავლებელთა ხშირი ურთიერთდასწრების
დაგეგმვა და განხორციელება პედაგოგებს დაეხმარება აღმოფხვრან ის პრობლემები,
რომელიც აქტიურად ხვდებათ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. მასწავლებლები
შეძლებენ გაიუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა
და ასევე ეს დაეხმარება მათ უკეთესი შედეგის მიღწევაში.
სხდომის
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე -4
წინააღმდეგი- 0
დაადგინეს:
ცნობად იქნას მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ
მოწოდებული ინფორმაცია, კათედრის წევრთა შორის ურთიერთდასწრების დაგეგმვასთან
დაკავშირებით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული
საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.
სხდომის დასრულების დრო: 15:30 სთ
კათედრის თავმჯდომარე: /მაყვალა ხაჩიძე/
მდივანი: /
მზია ბლიაძე/
დაადგინეს: ცნობად იქნას მიღებული წარმოდგენილი ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებში მონაწილეობის დაგეგმვასთან დაკავშირებით.
სსიპ სურამის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის
სხდომის ოქმი N-3
ქ. -სურამი 30
დეკემბერი, 2017 წელი
სხდომის დაწყების
დრო: 13. 00 სთ
სხდომას
ესწრებოდნენ:
კათედრის
თავმჯდომარე:მაყვალა ხაჩიძე
მდივანი:მზია
ბლიაძე
კათედრის
წევრები:
N
|
სახელი, გვარი
|
საგნის
დასახელება
|
1
|
ია
ლომსაძე
|
ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
|
2
|
მანანა
ლომსაძე
|
ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
|
3
|
მზია
ბლიაძე
|
ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
|
4
|
მაყვალა
ხაჩიძე
|
ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები
|
5
|
|
|
6
|
|
|
7
|
|
|
8
|
|
|
9
|
|
|
10
|
|
|
დღის წესრიგი:
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ტრენინგებში მონაწილეობის დაგეგმვა;
2.
პირველი სემესტრის შედეგების
განხილვა/ანგარიში;
3.
პირველი სემესტრის
განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.
კენჭი ეყარა
წარმოდგენილ დღის წესრიგს:
მომხრე 4
წინააღმდეგი - 0
საკითხი № 1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებში
მონაწილეობის დაგეგმვა
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე მაყვალა ხაჩიძე
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე მაყვალა ხაჩიძე
მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას
შეახსენა, რომ მასწავლებელთა პროფესიული ზრდა უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც
მთლიანად სკოლის განვითარებისათვის, ისე თითოეული ჩატარებული გაკვეთილის
პროდუქტიულობის ასამაღლებლად და მოსწავლეთა მიღწევების გასაზრდელად.
თითოეულ მასწავლებელს შესაძლებლობა
აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით
დაესწროს სხვადასხვა უფასო ტრენინგებს. ტრენინგები ტარდება სხვადასხვა აქტუალურ
თემაზე, მაგ: გაკვეთილის დაგეგმვაზე, სასწავლო რესურსის მნიშვნელობაზე
სწავლება-სწავლის პროცესში, გაკვეთილის ჩატარების სხვადასხვა მეთოდებზე, შეფასების
პრინცეპებზე და ა.შ. აღნიშნულ ტერნინგებზე მასწავლებელებს მიეცემათ რეკომენდაციები, რომელიც უნდა გაითვალისწინონ მოსწავლეთა ინტერესებზე აგებული გაკვეთილის დასაგეგმად; გაეცნობიან და პრაქტიკულად გამოიყენებენ სასწავლო
რესურსის შეფასების რუბრიკას; აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტერნინგები
მასწავლებელებს ჩაეთვლებათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის
ფარგლებში განხორციელებულ ერთ-ერთ აქტივობად და მიიღებენ შესაბამის კრედიტქულებს.
აზრი
გამოთქვა: მზია ბლიაძემ აღნიშნა, რომ კათედრის წევრები მზად არიან კვალიფიკაციის
ამაღლების მიზნით დაესწრონ სხვადასხვა ტრენინგებს.
სხდომის
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის
შედეგები:
მომხრე 4
წინააღმდეგი- 0
დაადგინეს: ცნობად იქნას მიღებული წარმოდგენილი ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებში მონაწილეობის დაგეგმვასთან დაკავშირებით.
საკითხი N2. პირველი სემესტრის
შედეგების განხილვა/ანგარიში
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე მაყვალა ხაჩიძე
მოისმინეს:
ქალბატონმა მაყვალა ხაჩიძემ დამსწრე
საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია მოსწავლეთა პირველი სემესტრის აკადემიური
მოსწრების შესახებ. დეტალურად ისაუბრა კლასების მიხედვით მოსწავლეთა შეფასებებზე, რომლის
მიხედვითაც გამოიკვეთა საკმაოდ მაღალი შედეგები, რაც მასწავლებლების მუშაობის
მაღალი ხარისხის მაჩვენებელია.
სსიპ სურამის მეორე საჯარო საჯარო სკოლის პრიორიტეტია
მნიშვნელოვნად გაიზარდოს სხვადასხვა პროექტებში ჩართულობის აქტივობების ხვედრითი
წილი. პირველ სემესტრში განხორციელებულ პროექტებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეთა
მონაწილეობა დადებითად აისახა მათ აკადემიურ შედეგებზეც. სასურველი იქნება II
სემესტრიდან დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები, პროექტები, სადაც აქტიურად
ჩაერთვებიან სსიპ სურამის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები. მან ისაუბრა იმ
დადებით გავლენაზე, რომელიც კლასგარეშე აქტივობებს აქვს მოსწავლეთა მოსწრებაზე.
აქვე აღინიშნა, რომ აუცილებელია აქტივობების მინიმალური რაოდენობის შესრულება
თითოეული საგნისათვის. მათ შორის, პრეზენტაციების, პროექტების, ინტეგრირებული
გაკვეთილებისა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება.
2017-2018 სასწავლო
წლის პირველი სემესტრი აქტიური იყო შიდა
სასკოლო ღონისძიებების განხორციელების თვალსაზრისითაც. ჩატარდა არაერთი
ღონისძიება როგორც აღმზრდელობითი , ისე
საგანმანათლებლო მიზნით. მე-11 კლასის
მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურების გმირები, ქართული ენისა და ლიტერატურის
კათედრაზე მუშაობს ორი კლუბი- კიხვისა და მხატვრული ლიტერატურის მოყვარულთა
.კლუბების მიზანია, შეაყვაროს მოსწავლეებს წიგნი. მათი დევიზია- უწიგნოდ
თვალთხედვის ისარი მოკლეა. კლუბში გაერთიანებული არიან მე-6, მე-7, მე-8, მე-9
კლასების მოსწავლეები.მათ ჩაატარეს არაერთი საკლუბო შეხვედრა და ღონისძიება.
მასწავლებლებმა
წარმართეს სათანადო მუშაობა მოსწავლეთა ოლიმპიადის პირველ ტურში
მონაწილეობისათვის.
აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: ქართული ენისა და ლიტერატურის: მასწავლებლებმა :-მანანა
ლომსაძემ და მზია ბლიაძემ, რომლებმაც აღნიშნეს მოსწავლეთა მონდომება და
დაინტერესება სხვადასხვა პროექტებისადმი. დადებითად შეაფასეს მთლიანად პირველ
სემესტრში კათედრის მიერ გაწეული მუშაობა.
კათედრის
თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი
საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე 4
წინააღმდეგი - 0
დაადგინეს: ცნობად
იქნას მიღებული პირველი სემესტრის შედეგებთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია.
საკითხი N3. პირველი სემესტრის
განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე -მაყვალა ხაჩიძე
მოისმინეს:
ქალბატონმა მაყვალა ხაჩიძემ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ
შეახსენა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, თითოეულმა მასწავლებელმა
უნდა გააკეთოს მის მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა შესრულებული დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული ნამუშევარის რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები. ქართული
ენისა დალიტერატურის კათედრაზე
გაერთიანებულ თითოეულ საგანში კლასების მიხედვით ჩატარდა სასკოლო სასწავლო გეგმით
განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებები. თითოეულმა მასწავლებელმა კათედრის სხდომაზე
წარმოადგინა მათ მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.
განხილვის შედეგად აღმოჩნდა, რომ VIII კლასის მოსწავლეებისგან
განსხვავებით IX
კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ კავშირებისა
და მიმართებების სწორად და ზუსტად დადგენა. ასევე, საგნობრივი კვლევის ჩატარება და
ნასწავლი თეორიული მასალის პრაქტიკული გამოყენება. საგნობრივ თემატიკაზე კითხვების ადეკვატურად
დასმა
და
ასეთივე კითხვებზე პასუხის გაცემა ნასწავლი მასალის
შესაბამისად.
მსჯელობის შედეგად ასევე გამოიკვეთა ის, რომ მასწავლებლები ძირითადად
კარგად ართმევენ თავს შემაჯამებელი დავალებების შედგენასა და მათ ჩატარებას.
თუმცა, მათ მცირე ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და საგნობრივი სტანდარტის შედეგებისა და ინდიკატორების მიხედვით შემაჯამებელი სამუშაოების მიზნის განსაზღვრა; მისი შესაბამისი დავალებების შედგენა, შეფასებისა და შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზის სქემების შემუშავება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით
დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ,,სტანდარტის მოთხოვნათა
დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის
გამოყენება (მოხსენება, რეფერატი, პროექტი, საველე-გასვლითი სამუშაო და სხვ.)“ აღნიშნულის
საწინააღმდეგოდ, სკოლაში იშვიათად, მაგრამ
მაინც, ადგილი აქვს შემაჯამებელი სამუშაოების მხოლოდ ერთი ფორმის გამოყენებას (ტესტური დავალებები), რომელიც უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ დახურული ტიპის დავალებებია და დაბალ დონეზე ამოწმებს მოსწავლის უნარს. გამოვლინდა, რომ
მასწავლებლებმა, რომლებმაც გამოიყენეს მხოლოდ დახურული ტიპის დავალებები, უფრო დაბალ
შედეგს მიაღწიეს ვიდრე, იმ მასწავლებლებმა, რომლებმაც გამოიყენეს შემაჯამებელი დავალების მრავალფეროვანი ფორმები
(პრეზენტაცია, რეფერატი და ა.შ). აღნიშნული გამოიწვია, იმან, რომ მოსწავლეების
მიერ მრავალფეროვანი დავალებების შესრულება მათ უვითარებთ სხვადასხვა უნარებს.
სკოლაში ასევე,
პრობლემაა ის, რომ მოსწავლემ ზოგჯერ არ იცის ზუსტად შემაჯამებელი დავალების
ფორმატი, შეფასების კრიტერიუმები, შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარების დრო (ზოგჯერ
მთელი კვირა მოლოდინის რეჟიმშია). მაშინ, როდესაც შემაჯამებელი სამუშაოს მთავარი მიზანი
არის დიაგნოსტიკური და სწავლების ფუნქცია - დაადგინოს თითოეული მოსწავლის ძლიერი
და სუსტი მხარე, მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები, შეაფასოს საკუთარი პრაქტიკა,
შემაჯამებელი დავალების შესრულების შემდეგ სწრაფად არ ხდება უკუკავშირის გაკეთება
და ბავშვიც ინტერესს კარგავს თავისი ნამუშევრის შედეგების მიმართ. შესაბამისად,
მოსწავლე მომავალში ვეღარ იყენებს მიღებულ ცოდნას ეფექტურად.
ზემო
აღნიშნულიდან გამომდინარე სასურველი იქნება მასწავლებლებმა უფრო აქტიურად და
ინტენსიურად შეაგროვონ მოსწავლეებზე ინფორმაცია შეფასების სხვადასხვა მეთოდით.
მაგალითად, თითოეული მოსწავლის სხვადასხვა ნაშრომი შეაგროვოს საქაღალდეში და
გააკეთოს კომენტარები და შენიშვნები მოსწავლის შეფასებებზე, ასახოს როგორც
თითოეული მოსწავლის განვითარების გეგმა (ანუ თუ რა მიმართულებით სჭირდება
კონკრეტულ მოსწავლეს გაძლიერება), ასევე, ყველა მოსწავლის შედეგების ანალიზზე
დაყრდნობით, იმსჯელოს მთელი კლასის
მიღწევებსა და საჭიროებებზე.
ასევე,
მოსწავლეებისა და თავად მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის
მიზანშეწონილი იქნება, მასწავლებლებმა
გამოიყენონ ხოლმე შეფასებების რაოდენობრივი ანალიზი. დააკვირდნენ ნიშნებს
სემესტრების მიხედვით, შეადარონ თითოეული მოსწავლის მიღწევები კლასის ან
შესაძლებელია, სკოლის საშუალო შედეგებს.
მოსწავლის
საბოლოო შედეგების ანალიზის საშუალებით სკოლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა ექნება
დააკვირდეს ზოგად ტენდენციებს სხვადასხვა კლასებსა და საგნებში. მიიღოს
მხედველობაში არსებული შედეგები და მის გასაუმჯობესებლად დასახოს სხვადასხვა
გზები/აქტივობები.
აღნიშნულ საკითხზე
აზრი გამოთქვეს: ქართული ენისა
და ლიტერატურის მასწავლებელმა ია ლომსაძემ აღნიშნა, რომ შემაჯამებელი დავალებების
ანალიზი ეხმარება მასწავლებელს გაანალიზოს თითოეულ კლასში ჩატარებული სამუშაოები.
რა ქმედითი ნაბიჯებია საჭირო უკეთესი შედეგის მისაღებად, დაგეგმოს ამ კლასში
განსახორიელებელი ღონისძიებები და ა.შ 2017-2018 სასწავლო წლის შემაჯამებელი დავალებების
ანალიზის შედეგად გამოვლინდა მოსწავლეთა სუსტი მხარეები, რომელზეც მასწავლებლები
გააგრძელებენ მუშაობას და გაითვალისწინებენ შემდეგი სამუშაო პროცესის განმავლობაში
მუშაობისას.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე 4
წინააღმდეგი - 0
კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
ცნობად იქნას
მიღებული მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი დავალების ანალიზი.
დღის წესრიგით
გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად
გამოცხადდა.
სხდომის
დასრულების დრო 15. 00 სთ
კათედრის თავმჯდომარე:
მ.
ხაჩიძე
მდივანი: მ.ბლიაძე
No comments:
Post a Comment